მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის ოჯახის წევრები ტენდერებს იგებენ — TI
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის და თამარ ნაკანი, დედა ლამარა გულბანი და ქმარი თეიმურაზ გულედანი ადგილობრივ შესყიდვებში არიან ჩართული. მათივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 373 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.
როგორც TI-ში ამბობენ, ძირითადი ნაწილი — 346 973 ლარის ღირებულების კონტრაქტები თეიმურაზ გულედანის მიერ 2017 წლიდან დღემდე მოგებულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თეიმურაზ გულედანი შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს. მას 7 ტენდერი აქვს მოგებული, ასევე მიიღო 5 გამარტივებული შესყიდვა. 7 ტენდერიდან 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ერთხელ კი მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება იყო, ასევე ხუთი გამარტივებული შესყიდვიდან თითო მესტიის მერიასა და მესტიის დასუფთავების სამსახურს ეკუთვნის.
"თეიმურაზ გულედანმა უშუალოდ მესტიის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან ჯამურად 275 395 ლარი მიიღო, რაც მის მიერ მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულების 80% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გულედანის მიერ მოგებული მესტიის მერიის სამი შესყიდვის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის წევრი იყო მისი მეუღლე, თუმცა მარიამ ნაკანის ხელმოწერა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებზე არ ფიქსირდება"— ვკითხულობთ TI-ს განცხადებაში.
რაც შეეხება მარიამ ნაკანის დედას, ლამარა გულბანს, ორგანიზაციის ინფორმაციით, მან 2013-2018 წლებში 12 513 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო —მათ შორის 8 817 ლარის ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა მესტიის მუნიციპალიტეტისაგან.
მათივე თქმით, თამარ ნაკანმა 2016 წლიდან დღემდე 14 325 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო — 3 შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია, ორჯერ კი მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო სკოლა იყო.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები