მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქის გამოსავლენად 5 მილიონი ტურისტი გამოჰკითხეს, მთავრი კრიტერიუმი კი კომფორტი და ადგილობრივების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება იყო.

ყველაზე მეგობრული ქალაქების ათეული, სადაც თბილი და კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, ასე გამოიყურება.

10. სავანა, აშშ

ფოტო: ESB Professional/shutterstock

სავანა აშშ-ს ჯორჯიის შტატის უძველესი ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის, რომ სავანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქია, ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა. სავანას კეთილი ადამიანების გარდა, სხვა ბევრი ღირსებაც აქვს, მაგალითად: პარკები, ისტორიული შენობები და ფეხით სასიარულო ქვით მოკირწყლული ქუჩები თქვენს განკარგულებაშია. სავანა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ლამას ქალაქად ითვლება.

9. ედინბურგი, შოტლანდია

ფოტო: Shaiith/shutterstock

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის შემდეგ, ედინბურგი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისათვის. გარდა მრავალი ღირშესანიშნაობებისა, რომელიც ქალაქში დაგხვდებათ, ადგილობრივების თქვენდამი კეთილგანწყობაც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

8. სიდნეი, ავსტრალია

ფოტო: Taras Vyshnya/shutterstock

სიდნეი ავსტრალიის ყველაზე დიდი და გამორჩეული ქალაქია, ოპერის თეატრი და ჰარბორის ხიდი აქ უამრავ ტურისტს იზიდავს, სიდნეის მოქალაქეები კი ძალიან კარგი მასპინძლები არიან.

7. მელბურნი, ავსტრალია

ფოტო: Aleksandar Todorovic/shutterstock

ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მჩქეფარე ქალაქი მელბურნი ცნობილია ცხოვრების მაღალი დონითაც. აქ განსკუთრებული ყურადღება ეთმობა გართობას, ტურიზმს, სპორტს, ადამიანებისათვის ხელსაყრელ და ჯანსაღ გარემოს. შესაბამისად არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მელბურნის მოსახლეობა ძალიან მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან.

6. ოკლენდი, ახალი ზელანდია

ფოტო: Naruedom Yaempongsa/shutterstock

ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქი ოკლენდი, ეკოლოგიურად ძალიან სუფთა და კრიმინალის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია მსოფლიოში.

5. სიმ რიპი, კამბოჯა

ფოტო: SergeBertasiusPhotography

სიმ რიპი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ქალაქია ტურისტებისათვის, ქალაქი კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, ადგილობრივი ბუდისტები კი ძალიან ჭკვიანები, კეთილები და სტუმართმოყვარეები არიან.

4. კორკი, ირლანდია

ფოტო: M.V. Photography/shutterstock

კორკი ირლანდიაში მდებარეობს. კორკელები კი სახელგანთქმულები არიან თავისი კეთილი და მეგობრული ხასიათით, ისინი ყოველთთვის მზად არიან თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი გახადონ.

3. დუბლინი, ირლანდია

ფოტო: Leonid Andronov/shutterstock

ირლანდიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი დუბლინი, ცნობილია თავისი ღირსშესანიშნაობებით და ძეგლებით რომელთა ისტორიაც ასეულობით წელს ითვლის. დუბლინი დასახელებულია როგორც მესამე ყველაზე სტუმართმოყვარე და მეგობრული ქალაქი მსოფლიოში.

2. ჩარლსტონი, აშშ

ფოტო: Sean Pavone/shutterstock

ჩარლსტონი კალიფორნიის შტატის უძველესი ქალაქი. კეთილი და მეგობრული ადგილობრივები დიდ კომფორტსა და სიამოვნებას მოგგვრიან აქ მოგზაურობისას.

1. გოლუეი, ირლანდია

ფოტო: Rihardzz/shutterstock

გოლუეი მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქად არის დასახელებული, ის დასავლეთ ირლანდიაში მდებარეობს. ქალაქში ძალიან საყვარელი და სტუმართმოყვარე მოსახლეობა ცხოვრობს, ამიტომ თუ არჩევანს გოლუეიზე გააკეთებთ დიდი შანსია მოგზაურობისას ბევრი კარგი მეგობარი შეიძინოთ.