"შემართება გემართება" — ფერადი სარეკლამო რგოლი მინერალური წყალი ლიკანისგან
ქართულ სარეკლამო სივრცეში ახალი, ფერადი და ძალიან პოზიტიური სარეკლამო რგოლი გაჩნდა. "ბუნებიდან დიდი ძალა, ბოთლებში ჩაიცალა" — მინერალური წყალი ლიკანი ამ ვიდეო რგოლით ხელუხლებელი ბუნების წიაღიდან, პირდაპირ ქალაქის შუაგულში, ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრება და უშრეტ ენერგიას აფრქვევს.
ლიკანი ადამიანებს შემართებით მუხტავს და ბუნებრივი ენერგიით ავსებს. ამ კონცეფციას ეფუძნება ბრენდის ახალი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ასე ჟღერს: "შემართება გემართება".
"სულ მაქვს განცდა, რომ ლიკანი ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება, რადგან ეს არის აწმყოში დაბადებული ბრენდი. ახალი კომუნიკაციის მიზანია, გაჩვენოთ, ლიკანის ყველაზე ძლიერი მხარე და თვალნათლივ დაგანახოთ ამ უნიკალური მინერალური წყლის დიდი ენერგია, რომელიც თქვენც გადმოგედებათ. ახალი ენერგია და შემართება კი ყველაფერს შეგაძლებინებთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ხალისიანი და ნათელი სარეკლამო რგოლი შეგვექმნა, რომელიც, დღევანდელ რეალობას, სიხარულის ტალღებით მოედებოდა და გამოაცოცხლებდა. ლიკანის სარეკლამო რგოლებით, ყოველთვის ვცდილობთ რომ, ადამიანებში სიცოცხლის სიყვარული დავთესოთ და წვრილმანი სიხარულის გაზიარებაც კი დღესასწაულად ვაქციოთ. ვფიქრობ, რომ ეს ამჯერადაც წარმატებით შევძელით", — განმარტავს ლიკანის ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.
ლიკანის ახალ სარეკლამო რგოლზე კრეატიულმა სარეკლამო სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა. სარეკლამო რგოლში განსაკუთრებულ განწყობას სწორედ მუსიკა გვიქმნის, პირველ ნაწილში გაცოცხლებულია ანსამბლ რეროს ცნობილი ჰიტი — "ო, რერო, რერო". მუსიკის გათანამედროვებული ვერსია თავად სააგენტომ შექმნა, გადაღებები ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა.
"ლიკანი ჩვენი გუნდის საყვარელი სასმელია, ამიტომაც ამ პროექტში თავიდანვე სიხარულით ჩავერთეთ. ლივინგსტონის გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ ბრენდის გზავნილი, ამ შემთხვევაში – "ლიკანი ბუნებრივი ენერგიით აგავსებს" მაყურებლამდე არაჩვეულებრივად, არა რეკლამურად მივიტანოთ იმიტომ, რომ სტანდარტული რეკლამური კომუნიკაციისადმი ტვინს უკვე მიმღებლობა აღარ აქვს. საჭიროა ისეთი "კონტენტის" შექმნა, რომელიც რაციონალურ ტვინამდე გულის გავლით შეაღწევს, მაყურებელს შთააგონებს და ემოციურად დამუხტავს. ასე გაჩნდა ძველი ქართული ჰიტის თანამედროვედ გადამღერების იდეა და ძიება-ძიებაში მივადექით "ო, რერო რეროს". ამ კომპოზიციის საშუალებით, მაყურებლამდე ორი კონტრასტული ემოციის სინთეზი მივიტანეთ. განწყობაში გავაერთიანეთ ლიკანის ნამდვილი ქართული ნოსტალგია და ასევე – თანამედროვე, ენერგიული, სიცოცხლით მჩქეფარე ლიკანის ახალგაზრდული ხასიათი. კამპანიის სლოგანად კი უნიკალური, ადვილად აკვიატებადი და დასამახსოვრებელი ფრაზა – "შემართება გემართება" ავირჩიეთ. მშვენივრად ჟღერს, არა?" – აღნიშნავს ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე.
ბრენდი ლიკანი მუდმივად გამოირჩევა ახალგაზრდული და თანამედროვე კომუნიკაციით, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების განწყობის ამაღლებას და მოტივაციის გაზრდას, უფრო მეტი შემართებით და ბუნებრივი ენერგიით – უფრო წარმატებული ცხოვრებისკენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები