ოცნების "კაგებეშნიკური" სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან — მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძის თქმით ქართული ოცნების "კაგებეშნიკური" სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს სრულად, აღდგენის რისკების გარეშე. ასევე, ხაზარაძის თქმით პარტია ლელო მიმართავს ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილონ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებენ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან ამ ადამიანებს ელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.
"21-ე საუკუნის ეროვნული სირცხვილი — ნაცმოძრაობის დროს დაწყებული და შემდეგ კი ოცნების, როგორც ამ ჩანაწერებით ჩანს, გადმობარებულ, განვითარებული ამორალური, მოქალაქეების ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟზე და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა — 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ.
ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ადამიანობის და ზნეობის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ყველას, ვისაც ადამიანური სახე არ დაუკარგავს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება — აბსოლუტური მიუღებლობა.
ლელო მიმართავს ყველას, ვინც ამ სიბინძურეშია ჩართული და ნაცმოძრაობიდან ოცნებაში უპრობლემოდ გადაბარგდა: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდებით და გიმსახურებთ; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ჩვენი თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილეთ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებთ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან გელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.
პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ამ ბოროტების და ამორალური დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი პირი - ამ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები კი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან", — ამბობს მამუკა ხაზარაძე.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები