ბელარუსული NGO საქართველოს ცესკოს მათი ქვეყნის დამკვირვებლების მოხსნისკენ მოუწოდებს
ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველოს ცესკოს არჩევნებში ბელარუსის ცესკოს წევრების აკრედიტაციის გადახედვისკენ და ამით ბელარუსი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომლებიც დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ ისწრაფვიან.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებით, "უკიდურესად გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი დარჩნენ".
უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისათვის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1996 წლიდან ბელარუსში ჩატარებული ყველა არჩევნები ეუთოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად არ უღიარებია. კერძოდ, 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო პროცესი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რიგი ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების არცერთ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა და მრავალი დარღვევებით ხასიათდებოდა.
"ბელარუსის ცესკოს თანხმობით, კენჭისყრის შედეგების გაყალბებამ პროტესტის ფართო ტალღა გამოიწვია და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომელიც დღემდე გრძელდება", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება. ბელარუსის გარდა ცესკოს მიერ 24 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.
საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.
ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან, 26 წელია მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში მან ლეგიტიმურობა დაკარგა, ის, ჯერჯერობით, არსად წასვლას აპირებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
კომენტარები