ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, 2021 წლის აგვისტოში ე.წ. საზღვრის კვეთისთვის 38 ადამიანი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 14 "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის" დარღვევისთვის, ხოლო ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის — 24 პირი დააკავეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ადმინისტრაციულ ჯარიმას 22 პირი დაექვემდებარა, 4 ადამიანი კი ცხინვალიდან ჯარიმის გარეშე გააძევეს. 10 მოქალაქეს გაფრთხილება მისცეს, ორის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.