1-წლიანი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის მუზეუმმა მეთ გალას უმასპინძლა, რომელზეც ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსით წარდგნენ. თუმცა მათ შორის არ იყო ნიკი მინაჟი. მიზეზი ისაა, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები დაუშვეს, ჰიპ ჰოპის შემსრულებელი კი ვაქცინირებული არაა.

მინაჟი ამბობს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ მიუღია ვაქცინის შესახებ:

"მეთ გალას გამო არ ავიცრები, მაშინ ავიცრები, როცა ვიგრძნობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მოვიძიე და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ. მანამდე, ჩემო ძვირფასებო, ფრთხილად იყავით, ატარეთ ნიღაბი".

მინაჟის სიტყვებით, მის ნათესავის მეგობარს აცრის შემდეგ სათესლე ჯირკვლები დაუსივდა და იმპოტენტი გახდა და ვარსკვლავის სიტყვებით, სწორედ ამიტომ არ აცრილა აქამდე. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

"ტრინიდადში მცხოვრები ჩემი მამიდაშვილის მეგობარი აიცრა და იმპოტენტი გახდა. მისი სათესლე ჯირკვლები დასივდა. ქორწილს აპირებდა, მაგრამ ამის შემდეგ გოგომ ყველაფერი გააუქმა. ასე რომ ილოცეთ და დარწმუნდით, რომ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ გეპარებათ, არ აბულინგოთ ერთმანეთი".

მოგვიანებით მინაჟმა განაცხადა, რომ აუცილებლად აიცრება, რადგან ტურნეს გამართვას აპირებს. მან ასევე ფანებს ჰკითხა, მოდერნას, პფაიზერსა და ჯონსონ ენდ ჯონსონის ვაქცინებს შორის რომელ გაუწევდნენ რეკომენდაციას. ტვიტერმა განაცხადა, რომ მინაჟის ტვიტვი იმპოტენციის შესახებ პლატფორმის წესებს არ არღვევდა და მას არ წაშლიდა.

ნიკის ტვიტს მომხმარებლებმა მიმებით უპასუხეს:

"ნიკის მამიდაშვილის მეგობარი აცრის შემდეგ"