როგორ ემზადება ხელისუფლება უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დღეს, 17 მარტს, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია მრავლისმომცველი საინფორმაციო კამპანია, რაც 15 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა გარკვეული საინფორმაციო ხასიათის ცნობებს, უწყება უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგაც გაავრცელებს.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მგზავრისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე მყოფი მესაზღვრეები.
მისივე თქმით, მესაზღვრე გააფრთხილებს მგზავრს, გააჩნიათ თუ არა სადაზღვეო ბარათი, საკმარისი ნაღდი ფული, ან ნამდვილად ბიომეტრიული პასპორტი აქვთ თუ არა, რათა მერე უკვე ევროკავშირის მესაზღვრესთან არ შეექმნათ პრობლემა.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ თუ მგზავრის დოკუმენტები არასრულყოფილი იქნება, საქართველოს მესაზღვრეს მისი შეკავების უფლება არ ექნება, თუმცა მაქსიმალურად განუმარტავს, რომ შეუძლებელი იქნება მისი ევროკავშირში შესვლა.
ვიქტორ დოლიძის თქმით, ევროპელი და ქართველი მესაზღვრეები მუდმივად გაცვლიან ინფორმაციას, თუ რამდენმა გადაკვეთა საზღვარი, ვინ გადაკვეთა და რამდენი დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ზონაში 90 დღეზე მეტს დაჰყოფს, იგი ჩაითვლება არალეგალად და ამას მოჰყვება შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა ან ზოგიერთი წევრმა ქვეყანამ შეიძლება ადმინისტრაციული სახის ჯარიმა გამოიყენოს.
მისივე განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევებში:
- თუ შენგენის ზონაში უკანონოდ მყოფი პირების რაოდენობისა და შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმა მნიშვნელოვანად გაიზრდება, რაც 50 პროცენტზე მეტ ზრდას ითვალისწინებს;
- შეჩერებაზე იმოქმედებს თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადებების მნიშვნელოვანი ზრდა;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან რეადმისიის განცხადებაზე უარის თქმა.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და დეპორტირებულ პირებზე.
საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ინგა კიკვაძემ განაცხადა, რომ წარსულში დეპორტირებულ პირებისთვის, უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მათი დეპორტაციის მიზეზზეა დამოკიდებული:
"თუ დეპორტაცია განპირობებული იყო მათ მიერ რაიმე მძიმე დანაშაულის ჩადენით, რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივი ან სრული შეზღუდვა ჰქონდეთ დაწესებული, ხოლო თუ მცირე ვადით ან ერთ წლამდე შეზღუდულები არიან, ერთი წლის გავლის შემდეგ, ისინი ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით".
მისივე თქმით, ევროკავშირში არალეგალურად მყოფ პირებზე პირდაპირ ვერ გავრცელდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ამისათვის მათ თავიანთი სტატუსი უნდა შეიცვალონ. კიკვაძე ბოლო პერიოდში უკან დასაბრუნებელი მოწმობების გაცემის ზრდაზე მიუთითებს და მისი განმარტებით, ემიგრანტები ნებაყოფლობით ბრუნდებიან საქართველოში, რათა შემდეგ უკვე ლეგალურად შეეძლოთ იქ შესვლა.
გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა. აღნიშნული ნიშნავს, რომ ხვალიდან ათ დღეში, ანუ 28 მარტიდან, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები