აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა, ამიტომაც მისი გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თქვენი ავტო მეგზურის, #თეგეტასსახელმძღვანელოს დღევანდელ ბლოგში გიზიარებთ რჩევებს, რომელიც ავტომობილში აკუმულატორის მდგომარეობის სწორად შეფასებაში დაგეხმარება.

როგორ უნდა შეარჩიოთ აკუმულატორი?

პირველ რიგში აკუმულატორი ძრავის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ, აკუმულატორი ავტომობილს ენერგიას მაშინაც კი აწვდის, როდესაც ძრავა გამორთულია. აკუმულატორის რესურსი ბრენდისა და ხარისხის მიხედვით საშუალოდ 3დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.

როგორ უნდა მივხვდეთ რომ აკუმულატორი შესაცვლელია?

თუ ერთ დღესაც ძრავის ამუშავება გაგიჭირდებათ ეს არ ნიშნავს რომ აკუმულატორმა რესურსი ამოწურა. პირვეელ რიგში უნდა შემოწმდეს ელექტრო გაყვანილოობა და თვითონ აკუმულატორი. თუკი დამუხტვის შემდეგ კიდევ პრობლემა შეგექმნათ ეს უკვე იმის დასტურია რომ აკუმულატორს პრობლემები აქვს და უნდა მიმართოთ სერვისს.

თეგეტა მოტორსი გირჩევთ: არ გადააგდოთ ძველი აკუმულატორი ნაგავში და არ დატოვოთ ბუნებაში. ეს გარემოსთვის ძალიან საზიანოა. აკუმულატორს სპეციალური უტილიზაცია სჭირდება ამიტომ სასურველია ჩააბაროთ თეგეტა მოტორსში რის შემდეგაც სპეციალურ ფასდაკლებასაც მიიღებთ ახალი აკუმულატორის შეძენისას.

აკუმულატორისათვის რთული საექსპლუატაციო პერიოდად ცხელი ზაფხულის და ზამთრის სეზონები ითვლება. ამ დროს ნებისმიერი სისუსტე იჩენს თავს რამაც მისი სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ ამ პერიოდებში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ მათ.

თეგეტა მოტორსში ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით აკუმულატორების ძალიან დიდი არჩევანია. გარდა ამისა, Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე უსასრულო გარანტია მოქმედებს. ეს კარგად ჟღერს და უპრეცედენტო შეთავაზებაა, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად უსასრულო გარანტია?

უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას. თვალი ადევნეთ #თეგეტასსახელმძღვანელოს და იზრუნეთ თქვენს მანქანაზე თეგეტასთან ერთად, იმგზავრეთ უსაფრთხოდ.