კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე დემნა გვასალიასთან ერთად მივიდა
Met Gala-ზე ვარსკვლავები თვალისმომჭრელი, ექსცენტრიული და ზოგჯერ უცნაური კოსტიუმებით იწონებენ თავს. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ღონისძიებაზე მუდამ ყურადღების ცენტრშია, კიმ კარდაშიანია. კიმმა არც წელს გაგვიცრუა იმედი და არაორდინალური კოსტიუმითა და იდუმალი თანმხლები პირით ყველას ყურადღება მიიპყრო.
წლევანდელი Met Gala-ს თემა "ზეიმი ამერიკაში — მოდის ლექსიკონი" იყო. ღონისძიებაზე კიმს თავიდან ბოლომდე შავი ტანსაცმელი — ტანზე მომდგარი შავი კაბა და Balenciaga-ს ცნობილი ფეხსაცმელი ეცვა. კიმს სახე შავი ნიღბით ჰქონდა დაფარული და ცხენის კუდად შეკრული თმა ამშვენებდა.
Balenciaga-ს კოსტიუმში გამოწყობილმა ჩვენი დაინტრიგება იმავე სტილით შემოსილი უცნობი თანმხლებითაც შეძლო. თავდაპირველად გულშემატკივრებმა იფიქრეს, რომ უცნობი კანიე ვესტი იყო, თუმცა ონლაინმედია E! News-ს წყარომ უთხრა, რომ კიმს გვერდს სინამდვილეში Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია უმშვენებდა.
წყარომ მედიას ისიც უთხრა, რომ მართალია კანიე წითელ ხალიჩაზე ფიზიკურად არ იდგა, თუმცა მის იქ ყოფნას ყველა იგრძნობდა:
"სწორედ მან [კანიემ] გააცნო კიმი დემნას და ხელი შეუწყო მასსა და Balenciaga-ს შორის ურთიერთობის დაწყებას...კიმის ლუქი სუბკულტურასა და მოდაში ახალი განაცხადია. არანაირი ლოგო და სახე, თუმცა ყველამ იცის, რომ ისაა", — უთხრა წყარომ E! News-ს.
აღსანიშნავია, რომ Met Gala-მდე კიმ კარდაშიანი საზოგადოების წინაშე მსგავსი სტილის კოსტიუმით გამოჩნდა. კიმს თავით-ფეხამდე ტყავის შავი სამოსი ეცვა.
შავი SUV-დან გადმოსვლის შემდეგ გადაღებულ ფოტოებში, რომელიც კარდაშიანმა თავის ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მან გრძელ შავ პალტოს ამავე ფერის ხელთათმანები და მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ყველაზე თვალშისაცემი კი მისი ერთგვარი პირბადეა, რომელიც კიმს მთელ სახეს უფარავდა — ერთადერთი "გამოსასვლელი" კოსტიუმს კეფის ადგილას, ცხენის კუდად შეკრული თმისთვის ჰქონდა დატოვებული.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები