თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, On.ge სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.