რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი საყვარელი ბებია, ბაბუა ან თუნდაც დედ-მამა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას ნერვებს გიშლით? ჩვენ რომ ყველაფერი გვიადვილდება მათთვის ეს არც ისე მარტივია, ამიტომ ნუ გაუბრაზდებით - გახსოვდეთ, როცა პატარები ვიყავით, მათ ყველაფერი თავიდან გვასწავლეს, ისეთი ადვილი მოქმედებებიც კი, როგორებიცაა კოვზის ხმარება, ჩაცმა და სიარული.

ამიტომ მოთმინებით მიუდექით მათთვის ახალი რაღაცების სწავლებას და ეცადეთ ამ პროცესში პოზიტივიც დაინახოთ. თან ამ დროს ძალიან ბევრი კურიოზი ხდება ხოლმე.

აი, ნახეთ რა საყვარლები არიან და როგორ თავდაუზოგავად ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქისთვის ფეხის აწყობას.

ბებო ვერ გაერკვა, სად რა უნდა შეაერთოს

ფოტო: boredpanda

ეს ბებო ყველაფერს ძალიან ზრდილობიანად გუგლავს

ფოტო: Ben John

"ძალიან გთხოვთ, გადამითარგმნეთ ეს რომაული ციფრები, მადლობა".

იაპონელი ბებია ფონტის გადიდების ფუნქციას არ იყენებს, გამადიდებელი ურჩევნია

ფოტო: Japanman195

ბებომ თავისი საყვარელი საიტების სია შეადგინა

ფოტო: braverthanbrave

ეს მაუსი ყველაფერს პირიქით აკეთებს, შვილო!

ფოტო: buttholytrinity

ბებოს ეგონა, რომ მისი ტელეფონის საათი გაფუჭდა

ფოტო: ImRachaelGreep

დედა: "ამ ბოლო დროს ძალიან შენელდა ჩემი კომპიუტერი და მოდი ნახე, რა!"

ფოტო: iusedtobealurker

ნუ გაუბრაზდებით მათ, ასწავლეთ და თან იხალისეთ.