წლების განმავლობაში ყოველდღე ველაპარაკებოდი მეუფე ნიკოლოზს — გოგორიშვილი გავრცელებულ ფაილებზე
ევროპული საქართველოს წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მეუფე ნიკოლოზთან წლების განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა და დღის მანძილზე რამდენჯერმე ესაუბრებოდა. ასე ეხმაურება ის გავრცელებულ ფაილებს, სადაც აღნიშნულია, რომ მეუფე ნიკოლოზის მეგობარია.
"ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან, ის იყო ჩემი მოძღვარი და ასე რომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ, ყოველდღე ველაპარაკებოდი, დღეში რამდენჯერმე", — განაცხადა გოგორიშვილმა TV პირველთან.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ (პაატა) ფაჩუაშვილი. მეგობრობს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ხათუნა გოგორიშვილთან და პარტია ევროპული საქრთველოს წევრ ხათუნა ოჩიაურთან. პერიოდულად საპყრობილეში ხვდება შსს ყოფილ მინისტრებს ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას".
გოგორიშვილის მტკიცებით, ხელისუფლება იმდენად ცუდ დღეშია, რომ აღნიშნულ ჩანაწერებს საპატრიარქოსთვის "ყელში მოსაჭერად" იყენებს.
"ამას [ჩანაწერების გამოქვეყნებას] ერთადერთი მიზეზი აქვს, იმდენად გაუჭირდათ და იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ მათ სჭირდებათ რაღაც ახალი "ყელში მოჭერა" საპატრიარქოსთვის — თუ ჭკვიანად არ იქნებით, თუ ღიად, საჯაროდ, ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე და სრულიად საპატრიარქო მთელი თავისი განშტოებებით არ იქნება ქართული ოცნების სამსახურში — აი, ასეთ ამბავს გიზამთ", — ამბობს ის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები