პოპულარული თამაშის Candy Crush მობილური ტელეფონებიდან ტელეეკრანებზე გადაინაცვლებს და გასართობ შოუდ მოგვევლინება.

ახალი გადაცემის პირველი ეპიზოდი ამერიკული CBS-ის ეთერში 2017 წლის 9 ივლისს გავა.

როგორც ცნობილია, თამაშში ორი ადამიანი ჩაერთვება და ისინი ეცდებიან Candy Crush წარმატებით ახალი თაობის ინტერაქტიულ დაფაზე ითამაშონ, დააგროვონ ქულები და მიიღონ პრიზები. შოუს სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ გადაცემის ტრეილერსაც.