სად იმოგზაურეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ვიზიტორებმა მეორე კვარტალში
საქსტატმა ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში 3,69 მილიონმა ვიზიტორმა 4,2 მილიონი ვიზიტი განახორციელა. როგორც საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ აღემატებოდა 2020 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემს.
ადგილობრივ ვიზიტორში 15 წლის ან უფროსი ასაკის ისეთი მოგზაური იგულისხმება, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და კონკრეტული პერიოდის განმავლობაში საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილდება.
ადგილობრივი ტურიზმის ზრდის მთავარი მიზეზი გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაზრდილი მობილობაა. როგორც ცნობილია, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთლიანი ვიზიტებიდან 1,96 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო. აქ ისეთი ტიპის ვიზიტების იგულისხმება, როდესაც ვიზიტორმა მოგზაურობისას ერთი ღამე მაინც გაათენა. ეს მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 112,3%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების თითქმის ნახევარი, 47% მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. გარდა ამისა, მოგზაურობის მიზანი 17,5%-თვის მეორე სახლის მონახულება, ხოლო 14,1%-თვის შოპინგი იყო.
მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში, იმერეთსა და კახეთში განხორცილედა. ამ რეგიონებში ვიზიტების ნახევარზე მეტი, 50.4% მოდის.
რეგიონების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა იმოგზაურეს:
- თბილისი — 949 ათასი ვიზიტი;
- იმერეთი — 762 ათასი ვიზიტი;
- კახეთი — 434 ათასი ვიზიტი;
- მცხეთა-მთიანეთი — 424 ათასი ვიზიტი;
- აჭარის ა/რ — 409 ათასი ვიზიტი;
- შიდა ქართლი — 368 ათასი ვიზიტი;
- ქვემო ქართლი — 348 ათასი ვიზიტი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 273 ათასი ვიზიტი;
- სამცხე-ჯავახეთი — 117 ათასი ვიზიტი;
- სხვა რეგიონები — 172 ათასი ვიზიტი.
როგორც კვლევა აჩვენებს, 2021 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა 610,2 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 128%-ით მეტია. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8,9%-ით და 143,7 ლარს უტოლდება.
ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- საყიდლები — 234 მილიონი ლარი;
- საკვები და სასმელი — 138 მილიონი ლარი;
- ტრანსპორტი — 129 მილიონი ლარი;
- განთავსება — 11 მილიონი ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები — 1 მილიონი ლარი;
- სხვა — 97 მილიონი ლარი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44,1% თბილისის მაცხოვრებელია, 11,6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11,2% — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე ჯამში 33,1% მოდის.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები