ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დანაშაულის ჩადენის დროს ოჯახი შინ არ იმყოფებოდა, მძარცველები კი საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდნენ.

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეოდა. ერთ-ერთი ბრალდებული კი ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.

მედია, ასევე, წერს, რომ მძარცველებმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხეს, თუმცა ფულისა და ოქროს ტრანსპორტირება ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა კი მოპარული ფულისა და სამკაულების უმეტესობის მოიპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს.

აღნიშნულ ძარცვას დაჰუკის ისტორიაში წინასწარ დაგეგმილი ყველაზე დიდი ძარცვა უწოდეს.