დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება და პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა რუსთავი 2-ის გადაცემაში განსხვავებული აქცენტები განაცხადა.

"ამ თემაზე მექნება ძალიან სერიოზული შეთავაზება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმიტომ...ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური შველა."

უსუფაშვილმა, ასევე, ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, თინა ხიდაშელზეც და თქვა, რომ ის "აქტიური ცხოვრებით იცხოვრებს, მაგრამ წმინდა პოლიტიკით [დაკავებული] რაღაც პერიოდი არ იქნება".

დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა და რესპუბლიკელების სხვა ლიდერებმა პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს.