გუშინ, 9 სექტემბერს, ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენა და მოქალაქეებისთვის დარიგებაა ასახული.

ISFED-ის აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" ქვეპუნქტის დარღვევაა და სისხლის სამართლის კოდექსის 164 "1" მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა.

"სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს", — აცხადებს ISFED.