თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდების აცრა შეიძლება WHO-ს რეკომენდაციამდე დავიწყოთ — გაბუნია
თანმხლები დაავადების მქონე ბავშვებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ პრობლემიდან გამომდინარე, შესაძლოა WHO-ს რეკომენდაციას არ დაელოდონ და აცრაზე გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღონ.
"მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინ იმსჯელა. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირასა და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც მოზარდებში ვაქცინაციაზე არსებობს, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ყველა მოზარდს 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ცრიან, 16 წლიდან მოგეხსენებათ ჩვენც ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია", — განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე ამბობს, რომ ისინი ამაზე მომდევნო კვირაში იმსჯელებენ და შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე იყოს საუბარი. მისივე თქმით, უკვე შეიქმნა პრეცედენტები იმისი, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები 12-დან 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოშიც აიცრა.
"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, WHO-ს რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან, თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია, იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება, შეიძლება ამ ჯგუფთან მიმართებით გადაწყვეტილება უფრო ადრე მივიღოთ", — აღნიშნა გაბუნიამ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები