მზეთუნახავი და ურჩხულის პრემიერამდე რადენიმე დღით ადრე, ჰაკერებმა მსახიობ ემა უოტსონის პირადი ანგარიშები გატეხეს და მისი ფოტოები გამოაქვეყნეს.

თავდაპირველად ქსელში უოტსონის 120 ფოტო გავრცელდა, რომლებიც სწრაფადვე წაშალეს. ფოტოების უმეტესობაში, ემა ახალ ტანსაცმელს ისინჯავს.

"გავრცელდა რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ემა ტანსაცმელს ისინჯავს. აქ არ არის საუბარი შიშველ ფოტოებზე. იურისტი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - ამბობს ემას აგენტი.

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა მსახიობი ამანდა სეიფრიდიც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაკერებმა ინტერნეტში ვარსკვლავების პირადი ფოტოები გაავრცელეს. ანალოგიური შემთხვევა 2014 წელსაც მოხდა, როცა ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ვარსკვლავის პირადი ფოტოები გავრცელდა, მათ შორის იყო ჯენიფერ ლოურენსიც. 2016 წელს ამ ფაქტზე ედვარდ მაჯერზსკი დააკავეს, რომელიც ცნობილი ადამიანების პირად მონაცემებთან წვდომასა და მათი ფოტოების გასაჯაროვებაში დაადანაშაულეს.