10 საუკეთესო სთენდაფი ნეტფლიქსზე
პანდემიით გამოწვეულ სტრესს ყველა თავისებურად უმკლავდება, ჩემი საყვარელი მეთოდი კი სთენდაფების ყურებაა ნეტფლიქსზე. მგონი, ყველა სთენდაფი მაქვს ნანახი, რაც კი განთავსებულია და ზოგიერთი — რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს არ ვიცნობ, ვინც კომედიის ამ ფორმაზეა შეყვარებული, მაინც გადავწყვიტე, ის უამრავი საათი, რომელიც სთენდაფების ყურებაში მაქვს გატარებული, სტატიის ფორმით "გამემართლებინა". სია სუბიექტურია, მაგრამ მაინც ყველას შევეკამათები, ვინც სხვანაირად ფიქრობს.
10. The Honeymoon Stand Up Special: Collection
ცოლ-ქმარი კომიკოსები, ნატაშა ლეგერო და მოშე კაშერი საუბრობენ მშობლად გახდომის შიშზე, ერთმანეთზე, სექსზე, ბავშვობაზე და კიდევ ათას რამეზე. Special-ი სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილის მთავარი გმირი ნატაშაა, მეორე მოშეს ეთმობა, მესამე კი თითქმის სრულად იმპროვიზაციაა: ისინი ერთად დასცინიან ("აროუსთებენ") ჩვეულებრივ წყვილებს აუდიტორიიდან.
9. Jim Jefferies: Bare
თუ ჯიმ ჯეფრისზე არაფერი გსმენიათ, გამოდით კომედიის "უსაფრთხო" გამოქვაბულიდან და მოემზადეთ, რომ გული გეტკინოთ. ჯიმ ჯეფრისისთვის "არაფერი წმინდა არ არსებობს".
8. James Acaster: Repertoire
ჯეიმს ეკასტერი უზომოდ ჭკვიანი ინგლისელი კომიკოსია, რომელიც არც ერთ სხვა კომიკოსს არ ჰგავს. ოთხი ნაწილისგან შემდგარი კოლექცია ერთი ამოსუნთქვით იყურება და ყველა დეტალს ეტყობა, რამდენი შრომაა ჩადებული მასში.
7. Ali Wong: Baby Cobra
ალი ვონგი ლაპარაკობს სექსზე, ფემინიზმზე, ქორწინებაზე, სტერეოტიპებზე და არც პროვოკაციულ განცხადებებს უშინდება. მთელი მისი სფეშალი ფეხმძიმობას ნამდვილად არ ეთმობა, თუმცა ეს გარემოება ორმაგად სასაცილოს ხდის მის ხუმრობებს.
6. John Mulaney: Kid Gorgeous
რა შეიძლება ითქვას ჯონ მულეინიზე, გარდა იმისა, რომ მასზე ქრაში მაქვს: ის წლების განმავლობაში Saturday Night Live-ის სცენარისტი იყო და Kid Gorgeous-ის გამო ემის მფლობელია. ახმოვანებს Big Mouth-ში ენდრიუ გლაუბერმანს და ისტორიების მოყოლის არაჩვეულებრივი და უნიკალური ფორმა აქვს. მოკლედ, თუ არ გინახავთ — ნახეთ და მადლობა მერე იყოს.
5. Bo Burnham: Inside
Inside ნამდვილი შედევრია პანდემიისას სახლში გატარებული დღეებისა და ღამეების შესახებ. ეს მუსიკალური პროექტი კომიკოსის ტვინში გამოგზაურებთ, შემოგთავაზებთ სოციალურ კომენტარს გეოპოლიტიკის შესახებ, გაგართობთ, აგაღელვებთ და დაგაკომპლექსებთ, რომ თქვენ კარანტინში არაფერი ასეთი ღირებული არ შეგიქმნიათ.
4. Ricky Gervais: Humanity
ფართო საზოგადოება რიკი ჯერვეისს ოქროს გლობუსის წამყვანობისას ნათქვამი მწვავე ხუმრობებით იცნობს, თუმცა ეს მისი გენიის მხოლოდ მცირე ნაწილია. მისი შექმნილია ბრიტანული სიტკომი The Office და სერიალი After Life. როგორც სხვა სთენდაფებში, რიკი ჯერვეისი Humanity-შიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხუმრობა აბსოლუტურად ყველა თემაზე შეიძლება.
3. Dave Chappelle: Sticks & Stones
დეივ ჩაპელი ცოცხალი კომიკოსებიდან ალბათ საუკეთესოა და მარტივად დაუდგებოდა გვერდით ჯორჯ კარლინსა და რიჩარდ პრაიორს. Stick & Stones-მა თამამი ხუმრობების გამო კრიტიკოსები გაანაწყენა, თუმცა Rotten Tomatoes-ზე მას მაყურებლების მიერ 99%-იანი შეფასება აქვს.
2. Neal Brennan: 3 Mics
ნილ ბრენანის 3 Mic ფორმის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სთენდაფია, რაც კი არსებობს. სცენაზე სამი მიკროფონი დგას და კომიკოსი თითოეულ მათგანს კომედიის სხვადასხვა ფორმის საჩვენებლად იყენებს. ერთ მიკროფონთან ის ერთწინადადებიან ხუმრობებს ამბობს, მეორესთან — ემოციურ საკითხებზე საუბრობს (დეპრესია, ოჯახი, ა.შ), მესამე მიკროფონი კი ტრადიციული სთენდაფისთვისაა განკუთვნილი. გაინტერესებთ, რომელი ფორმატი გამოსდის ბრენანს უკეთესად? სამივე, სამივე ძალიან კარგად გამოსდის.
1. Hannah Gadsby: Nanette
ჰანა გედსბი ამ სთენდაფით მთელ ჟანრს ცვლის და საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებას მძლავ ინსტრუმენტად აქცევს. სიმართლე რომ გითხრათ, სიტყვებით შეუძლებელია იმ შთაბეჭდილების აღწერა, რომელსაც Nanette მაყურებელზე ტოვებს. ეს არის ყველაზე გულწრფელი რამ, რასაც კი ნეტფლიქსზე ნახავთ და მასზე ფიქრს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეწყვეტთ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები