მექსიკაში, იდალგოს შტატში, ქალაქ ტულას ერთ-ერთ საავადმყოფოში წყალდიდობის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, Covid 19-ით ინფიცირებულები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, მდინარე ადიდდა და წყალმა საავადმყოფოში ელექტროენერგია გათიშა. მაშველებმა 40-მდე პაციენტის ევაკუაცია მოახდინეს.

წყალდიდობის შედეგად, სულ 30 000 ადამიანი დაზარალდა.

მექსიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ პაციენტები უსაფრთხო ადგილას. ამასთან, პრეზიდენტი რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრები და უფრო მაღალი ადგილები ეძებონ.