მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სანაპირო კურორტ აკაპულკოს სიახლოვეს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ხელისუფლების თქმით, მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქის მთები შეარყია, ხეები ჩამოაგდო და დიდი ლოდები გზებზე გადმოაგდო, რამაც რამდენიმე შტატში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.