თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა
ავღანეთზე კონტროლის დამყარებიდან 3 კვირის შემდეგ, თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, თალიბანის მიერ დადგენილ მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს.
როგორც გამოცემა წერს, შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაკანის ქსელის დამფუძნებლის შვილი, სირაჯუდდინ ჰაკანი იქნება, ის აშშ-ს ტერორისტთა დაჯგუფების სიაში ჰყავს შეყვანილი. ამასთან, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას თალიბანის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებდა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ის ახუნდის მოადგილე იქნება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის, ამ პოზიციას თალიბანის დამფუძნებლის, მოლა ომარის შვილი დაიკავებს.
6 სექტემბერს თალიბანმა გამოაცხადა, რომ ავღანეთის ბოლო პროვინცია — პანჯშირიც მათ ხელშია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ანტითალიბანური ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი (NRF), რომელსაც აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა პირველ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა ქაბულის აღებაც მალე შეძლო — პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს.
მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ძალაუფლების მიღების შემდეგ თალიბებმა არაერთი ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
31 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა ევაკუაციის პროცესი და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომაც დატოვა. ქაბულის აეროპორტს ახლა თალიბები აკონტროლებენ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები