დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც კი ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი და გავეცნობით მას, ჩვენ აუცილებლად წავალთ სტრასბურგში, ეს ქეისი აუცილებლად მოხვდება სტრასბურგში და სამწუხაროდ, კიდევ მიიღება სტრასბურგში გადაწყვეტილება, სადაც დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, იქნება ცნობილი პოლიტიკურ დევნილად, ვინაიდან ამ მეთოდებით პირის დასჯა, რასაც დღეს შალვა თადუმაძე აკეთებს იქნება ძალიან დიდი დარღვევა ჩვენი კონსტიტუციის", — თქვა მან ფორმულას ეთერში.

უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.