საქართველოში მცხოვრებმა ცხოველების მოყვარულებმა 5 თვის ხბო გამოისყიდეს და დაკვლას გადაარჩინეს. ამის შესახებ ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.

"ერთი კვირის წინ ერთ-ერთ სოფლის მეურნეობის ჯგუფში პოსტს გადავაწყდი, რომლის ავტორიც ხუთი თვის ხბოს დაკვლას აპირებდა და ეძებდა ხორცის ე.წ კლიენტებს. ხბოს ფოტომ და თვალებმა ისე შემძრა, რომ მთელი ღამე არ მეძინა..." — ვკითხულობთ პოსტში.

ამის შემდეგ ცხოველების მოყვარულები გაერთიანდნენ და უმცირეს დროში ხბოს გამოსასყიდად საჭირო თანხა შეაგროვეს.

"ვაცნობიერებთ, რომ ყოველდღე უამრავმა ცხოველი იკვლება და ყველას ვერ გადავარჩენთ, მაგრამ ხუთი თვის ხბო საოცარი და სუფთა თვალები აუცილებლად უნდა გადაგვერჩინა", — ვკითხულობთ პოსტში.

ხბომ უკვე ახალი სახლიც იპოვა და ამიერიდან უზარმაზარ ეზოში მზრუნველ ადამიანებთან ერთად იცხოვრებს.