სამუშაო პროცესის დროს ჟურნალისტებს მანქანა დააჯახეს
სამუშაო პროცესის დროს ჟურნალისტებს მანქანა დააჯახეს. აღნიშნულის ამსახველი კადრები ტელევიზიებმა გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლები საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, რა დროსაც ადგილზე მყოფი მანქანა მათი მიმართულებით იძვრის და ერთ-ერთ ოპერატორს ეჯახება.
"სამუშაო პროცესი იყო ჩვეულებრივად, უბრალოდ ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი გაღიზიანდა, რადგან ჩემს საქმეს ვაკეთებდი და პირდაპირ მოვიდა მანქანით დამეჯახა. ისე აღმოჩნდა, რომ მარტო მე მომხვდა. საბედნიეროდ, სხვები გადარჩნენ. ფეხი მტკივა, ფეხზე დამეჯახა", — აცხადებს TV პირველის დაზარალებული ოპერატორი.
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ On.ge-სთან ისაუბრა, მათი ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაშია გადაყვანილი და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მისი თქმით, ჟურნალისტები ფონიჭალაში გადაღებაზე იმყოფებოდნენ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
"ჰქონდათ მცდელობა, რომ დაკავებულის ახლობლსებისაგან მოესმინათ განმარტებები და სპეცოპერაციის მიმდებარედ ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც განხორიცლედა მათზე თავდასხმა. კადრები იძლევა იდენტიფიცრების საშუალებას მანქანის ნომრისას, ჩვენ ვაჩვენეთ და შემოვხაზეთ კიდევაც. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო დაკავებულებთან კავშირში მყოფი პირი", — განაცხადა მელაძემ.
On.ge მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტებს თავს ესხმიან და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიან. 30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს. TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დასხნენ 3 ივლისსაც და აპარატურა დაუმტვრიეს. მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტები გახდნენ 5-6 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციაზეც, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები