ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის. როგორ გაბუნიამ აღნიშნა, აცრების კარგი მაჩვენებელია პედაგოგებში.

"ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60% აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს პროცესი გრძელდება და ვფიქრობთ, შექმნის პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტობრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად სტუდენტებიც გააქტიურდნენ და რაც შეიძლება დროულად აიცრა", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპისთვის სულ ჩატარდა — 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია 24 262 ადამიანი.