რამდენიმე დღის წინ აუქციონზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერლის, ელვის პრესლის კოსტიუმი $1 012 500-ად გაიყიდა. თუმცა ეს ერთადერთი ნივთი არ იყო, რომელშიც მყიდველებმა უზარმაზარი თანხა გადაიხადეს. მათი ყურადღება ელვისის შეჭრილმა თმამაც მიიქცია, რომელიც $72 500-ად გაიყიდა.

შეჭრილი თმა ელვისის პირადმა სტილისტმა შეაგროვა. მას თან დოკუმენტებიც მოჰყვება, მათ შორის თვითმფრინავის ბილეთებიც, რომლებიც ელვისმა სტილისტს მისცა.

ადამიანს, რომელმაც ქილაში შეგროვებული თმა შეიძინა, ფასში ნამდვილად გაუმართლა, რადგან ვარსკვლავის თმა ბოლოს აუქციონზე 2002 წელს გავიდა და $115 120-ად გაიყიდა.

აუქციონზე გაყიდულ ნივთებს შორისაა, აგრეთვე, ჩაფხუტი, რომელიც ელვისს ფილმში Viva Las Vegas ეხურა, მომღერლის ფეხსაცმელი, ქამარი და ელექტრო საპარსი.