ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში სასიკეთო ცვლილებებია, ამიტომ ვარაუდობენ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში, როგორ დაანონსებული იყო, 4 ოქტომბერს განახლდება.

"სწავლის დაწყება, ძირითადად, ეპიდემიის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში უკვე სასიკეთო ცვლილებები გვაქვს, აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე დაიწყება, რომელიც ჩვენ დავასახელეთ", — განაცხადა ტიკარაძემ იმედის დილაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.