ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგის ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორიც იყო მე-3 და მე-4. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არის რამდენიმე ფაქტორი, პირველი: მეტი სრულად ვაქცინირებული, მეორე: საზოგადოების მიერ შეძენილი მეტი გამოცდილება, პასუხიმგებლობა და რეგულაციების აღსრულების მეტი კულტურა და მესამე: ახალი სამკურნალო საშუალებები შემოტანა და დანერგვა", — განაცხადა მან.

კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე 6 სექტემბერს ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში დარტყმის მთავარი სამიზნე არავაქცინირებული ადამიანი იქნება. გაბუნიას თქმით, მეხუთე ტალღის რისკის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავრცელების სიჩქარის შეჩერება.