კარტოგრაფების საქმის ფიგურანტმა დავით ხიდაშელმა რუკების შემდეგ, საქართველოს "ჭავჭავაძეების ხმალი" გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა.

"დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო", — აღნიშნულია განცხადებაში.

კარტოგაფების საქმის მასალების მიხედვით, ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა 1938 წელს გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკა ჩამოიტანა. მისი თქმით, რუკა რუსეთის არქივებიდან აქვს.

ხიდაშელის ჩვენების თანახმად, რუკის მოსაძებნად მას მისმა მეგობარმა, ბეჟან მაისურაძემ მიმართა. თუმცა 13 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში მან განაცხადა, რომ დახმარებისთვის მას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა.

გაიგე მეტი: