აგვისტოში საქართველოში 266 544 ვიზიტი განხორციელდა — როგორია ტურიზმის აღდგენის დინამიკა
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში 266 544 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერთ თვეში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რაოდენობა 510%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის აგვისტოს მონაცემს 75,5%-ით ჩამორჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ტურიზმი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თვეს მხოლოდ 24,5%-ით აღდგა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ამ სამი ქვეყნიდან განხორციელებული ვიზიტების წილი საქართველოში შემოსულ სტუმრების მთლიან რაოდენობაში 39% იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ძირითადი ნაწილი, 58,6% საჰაერო გზით, 40,2% — სახმელეთო, 1% — სარკინიგზო, ხოლო 0,2% საზღვაო გზით განხორციელდა.
აგვისტოში ვიზიტების 7% ერთდღიანი იყო, ხოლო 92% — ტურისტული. ტურისტულში ისეთი სახის ვიზიტები იგულისხმება, როდესაც ვიზიტორი მინიმუმ ერთი ღამით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში სულ 961 572 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 27,1%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემს 81,5%-ით ჩამორჩება.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები
ამ დროისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აგვისტოს თვის მონაცემები არ არის ცნობილი. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში უცხოური ტურიზმიდან 505,1 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 7,8%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ შვიდ თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 468,6 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019-2021 წლებში (მილიონი დოლარი)
წყარო: ეროვნული ბანკი
მხოლოდ ივლისში ტურიზმმა 205,3 მილიონი დოლარი მოგვიტანა, რაც 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1 597%-ით მეტია. აქ განსაკუთრებით არის ასახული პანდემიის ეფექტი, რადგან გასული წლის ივლისში ტურიზმიდან 12,1 მილიონი დოლარი შემოვიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 48%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 72,7%-ით არის შემცირებული, რადგან 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ტურისტულმა შემოსავლებმა 1,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ჯამში, 2019 წელს ტურიზმიდან 3,3 მილიარდის, ხოლო 2020 წელს 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები