ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა.

"ესპანეთში საქართველოს საკონსულო არის მუდმივ კონტაქტზე, ინფორმირებულია ამის შესახებ და სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურას", — აცხადებენ სამინისტროში.