2021 წელს, 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგროდაზღვევის ნაწილში 2 მილიონ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარელის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის — აგროდაზღვევის მეშვეობით 152 შემთხვევას აანაზღაურებს, რაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარს შეადგენს.

თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2019 წლიდან არის ჩართული. ამ პერიოდიდან დღემდე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ჯამურად ფერმერებისთვის ანაზღაურებული თანხა 4,5 მილიონ ლარზე მეტია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (მარცვლეულის შემთხვევაში კი 30 ჰექტარს).

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ კმაყოფილდება სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმები, შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის დაზღვევა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც.