ბრაზილიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბრაზილია-არგენტინის საფეხბურთო მატჩი შეაჩერეს. ისინი საფეხბურთო მოედანზე გამოჩნდნენ და მატჩში იმ სამი არგენტინელი ფეხბურთელის მონაწილეობა გააპროტესტეს, რომლებმაც, მათი თქმით, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის წესი დაარღვიეს.

"რატომ დაიგვაწყებინეს თამაში და შეგვაწყვეტინეს ხუთი წუთის შემდეგ? ჩვენ ერთი საათის განმავლობაში ამ სტადიონზე ვიყავით და შეეძლოთ ეთქვათ" , — თქვა მესიმ სატელევიზიო კომენტარში.

ფოტო: REUTERS/Amanda Perobelli

მსაჯი და მატჩის ოფიციალური პირები მომხდართან დაკავშირებით ფიფას სადისციპლინო კომიტეტს ანგარიშს წარუდგენენ.

ბრაზილიაში მოქმედი რეგულაციების თანახმად, ქვეყანაში დიდ ბრიტანეთიდან ჩასულმა ადამიანებმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.