2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და პრიზად მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან ერთად, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 10 000 ლარს მიიღებს.

ფინალისტებს შორის არიან:

  • სოფიო ბაჩილავა — თბილისის კერძო სკოლა ოპოზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ლამარა ბოლქვაძე — მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიტა თვალაბეიშვილი — თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ხათუნა რაზმაძე — თბილისის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • აზა ხანგოშვილი — ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკუს, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლებისა და სპორტის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიცის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის — The Global Teacher Prize ნაწილია.