ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, "საშინელი გულისტკივილით აღიქვა" ენმ-ს მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა. ვაშაძის თქმით, ამის საჭიროებაზე ყოფილ თანაგუნდელებს დიდი ხნით ადრე არწმუნებდა.

"საშინელი გულისტკივილით აღვიქვი. იმიტომ, რომ უმცირესობა ვარწმუნებდით უმრავლესობას, რომ ამის გაკეთება — ჯერ კიდევ სანამ პარტიაში ვიყავი — არის აუცილებელად საჭირო იმისათვის, რომ ოპოზიციამ და ოპოზიციის მთავარმა ძალამ შეინარჩუნოს ის რეპუტაცია ევროპელობის, ჩვენი მოკავშირეების საყრდენის, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ, ვერ გადავტეხეთ ეს ტენდენცია.

საერთოდ, მარტო რომ რჩები ყოველთვის, ჯობია იქ არ იყო: ან შენ ცდები, ან ისინი ცდებიან. ორივე ვარიანტში, ერთი გზა არა გაქვთ", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

ნაციონალურმა მოძრაობამ მიშელის დოკუმენტს ხელი 2 სექტემბერს, მიღებიდან თითქმის ოთხვთვე-ნახევარი და ქართული ოცნების მიერ ანულირებულად გამოცხადებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოაწერა.

დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ პარტიის ყოფილ წევრებს, თავად გრიგოლ ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს.

გაიგე მეტი: