ჩიტები "გალობით" არიან ცნობილი და მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია ავსტრალიური ლირაკუდა. მას გარშემო არსებული ბგერებისთვის მიბაძვა განსაკუთრებული ოსტატობით შეუძლია. სერ დევიდ ატენბოროს თქმით, მისი სიმღერა არის "ყველაზე დახვეწილი, ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი" ფრინველებს შორის.

ამ ფრინველს თითქმის ყველა ხმის იმიტირება შეუძლია. შეწყვილების პერიოდში მამრი ლირიკუდები განსაკუთრებულ "მელოდიას" ქმნიან, რათა მდედრის ყურადღება მიიქციონ. ასეთი მელოდია დაახლოებით 20 სხვადასხვა ხმიანობას მოიცავს.

ახლა კი, ავსტრალიის ზოოპარკში ერთ-ერთმა ლირიკუდამ ბავშვის ტირილის იმიტირება ისწავლა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ზოოპარკი ამჯერად დახურულია, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ჩვენს ლირიკუდას ახალი უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. The Guardian-ის ანგარიშის თანახმად, ლირიკუდამ, სახელად ექომ პირველად ბავშვის ტირილის ხმის იმიტირება ერთი წლის წინ დაიწყო.

"როგორც ჩანს მან ეს ზოოპარკის სტუმრებისგან ისწავლა და დროთა განმავლობაში უფრო დახვეწა", — განუცხადა The Guardian-ს ზოოპარკის ფრინველთა ზედამხედველმა.

აღსანიშნავია, რომ ლირაკუდების ვოკალზე პასუხისმგებელი ორგანო სხვა "მომღერალი" ჩიტების იგივე ორგანოებთან შედარებით მარტივია. იგი შედგება მხოლოდ სამი წყვილი კუნთისგან, ოთხის ნაცვლად და ითვლება შედარებით პრიმიტიულად.

ამასთან, ჯერ ბოლომდე არც ის ვიცით თუ რატომ იმიტირებენ ლირაკუდები ხმებს რაც ესმით. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მღერიან მთელი წლის განმავლობაში, როგორც მამრები, ასევე მდედრები. მამრი მღერის უფრო ზამთრის გამრავლების სეზონზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი იმიტირებული ჟღერადობა დაკავშირებულია შეჯვარებასთან, მაგრამ მდედრები უფრო ხშირად ბაძავენ მტაცებლების ხმებს, რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს თავდაცვის მექანიზმი.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.