დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორჯერ აცრილებში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

"ერთხელ და ორჯერ აცრილებში ინფიცირება ივლისში გვქონდა, დაახლოებით, ერთჯერ აცრილებში 5 ათასი შემთხვევა, ხოლო ორჯერ აცრილებში, დაახლოებით, 4 ათასი ინფიცირების შემთხვევა აცრის შემდგომი. მაგრამ უმრავლესობა ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა. სამწუხაროდ, გვაქვს 3 გარდაცვალება ორჯერ აცრილებში", — განაცხადა მან.

საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გაარვცელა. როგორც მან განაცხადა, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და გარდაცვალების გამომწვევიც ეს იყო.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: