გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ქართული ოცნება უნდა დაფიქრდეს რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს, მით უფრო იმ პირობებში, თუ პრეზიდენტისთვისაც არ შეუძლია ამის ახსნა.

"ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის იყო მოულოდნელი, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად უპირისპირდება ქართული ოცნების ღია პოლიტიკას, არის ჩემი აზრით, რაღაცის მანიშნებელი. თუნდაც იმის მანიშნებელი, რომ თავად ქართული ოცნება უნდა დაფიქრდეს, ვთქვათ რამდენად სწორია ის ნაბიჯები რომელსაც თავად დგამს, თუ მას საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლია ახსნა. თავი დავანებოთ ყველაფერს, თუ საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლია საკუთარი ქმედებების ახსნა", — აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მისთვის გაუგებარი ნაბიჯია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა.

გაიგეთ მეტი: