ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს Netflix-თან ერთად ახალ პროექტს უმზადებს. ანთოლოგიური ტიპის სერიალი, სახელად Cabinet of Curiosities შემდეგ წელს გამოვა, თუმცა ნეტფლიქსმა მსახიობებისა და რეჟისორების ვინაობა უკვე გაგვიმხილა.

დელ ტოროს სერიალში ბენ ბარნსს, The Walking Dead-ის ენდრიუ ლინკოლნს, ფარიდ მარი აბრაამს, ესი დევისს, ლუკ რობერტსს, ტიმ ბლეიკ ნელსონსა და სხვებს ვიხილავთ.

სერიალზე დელ ტოროსთან ერთად ჯ. მაილზ დეილი, ვინჩენცო ნატალი, ჯენიფერ კენტი, Twilight-ის რეჟისორი კეტრინ ჰარდვიკი და სხვები იმუშავებენ.

Cabinet of Curiosities 8 ეპიზოდისგან შედგება, რომლებიც, ნეტფლიქსს თუ დავუჯერებთ, საშინელებათა ჟანრის შესახებ არსებულ ტრადიციულ შეხედულებებს თავდაყირა დააყენებს. 8 ეპიზოდიდან ორი თავად დელ ტოროს ნამუშევარი იქნება.

გილერმო დელ ტორომ პოპულარულობა ისეთი ფილმებით მოიპოვა, როგორებიცაა Pan’s Labyrinth, Hellboy და Pacific Rim, ხოლო 2018 წელს მისმა ფილმმა The Shape of Water ოსკარის 13 ნომინაციიდან 4-ში გაიმარჯვა.