ალტ-ინფო სილქნეტს ისევ უჩივის
ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი არხი, ალტ-ინფო სილქნეტს ისევ უჩივის. ისინი ითხოვენ, რომ კომპანიას დაევალოს, ყველა სამომხმარებლო პაკეტში განათავსოს ალტ-ინფოს სამაუწყებლო არხი და დაეკისროს სანქცია განთავსებაზე უარის თქმის გამო.
2 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე სილქნეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებდა ალტ-ინფოსთან კომუნიკაციას, რადგან ტექნიკური გადაიარაღების პროცესი დასრულდა და უკვე შესაძლებელია ალტ-ინფოს სამომხმარებლო პაკეტში განთავსება.
"ახლიდან არის შემოტანილი კომპანიის მიერ, უბრალოდ, ინფორმაციას მოგაწვდით, ჩვენ ვაპირებდით ალტ-ინფოსთან დაკავშირებას მომდევნო კვირას, რადგან ამ კვირაში დასრულდა IT ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ის ტექნიკური გადაიარაღების პროცესი და შესაბამისად მათი ჩართვის თაობაზე იქით კვირას უნდა გვქონოდა კომუნიკაცია", — განაცხადა სილქნეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, კახა ყურაშვილმა.
როგორც ორგანიზაცია მედიის უფლებების დირექტორმა, ნათია კაპანაძემ On.ge-ს განუცხადა, ალტ-ინფომ საჩივარი ზუსტად იდენტური საფუძვლით შეიტანა კომუნიკაციების კომისიაში.
"გუშინდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ იდენტური საფუძვლით, რაც წინა ჯერზე იყო წარდგენილი, ეს არის სიგნალის განთავსება და არხის გავრცელება, შეიტანა საჩივარი ალტ-ინფომ და გუშინ როგორც დაფიქსირდა სხდომაზე, სილქნეტის გადაიარაღების პროცესი უკვე დასრულდა და კომპანიაც მზადაა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით განმცხადებელთან კომუნიკაცია გააგრძელოს.
მოულოდნელი იყო შეწყვეტა, თუმცა ეს არის განმცხადებლის პოზიციის მიხედვით. ჩვენ მოგვიანებით ვნახეთ, რომ განახლდა და ორგანიზაციას ისევ აქვს ინტერესი, რომ იდავოს არხის გავრცელებასთან დაკავშირებით", — ამბობს ის.
ალტ-ინფოს სახეები 5 ივლისს გამართულ კონტრაქციაზე შეკრებილ ჰომოფობიურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. სწორედ ამ დღეს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, თავს დაესხნენ მოქალაქეს და დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისის დარბევაც.
ალტ-ინფო უკვე ჩართო მაგთიკომმა, ხოლო სილქნეტმა უარი თქვა და ამის მიზეზად ტექნიკური პირობები დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ ძალადობრივმა და პრორუსულმა არხმა კომპანიას უჩივლა. 29 ივლისს გამართულ სხდომაზე ალტ-ინფოს დამფუძნებელმა, შოთა მარტინენკომ სილქნეტთან დაკავშირებით მათი საჩივრის განხილვის შეწყვეტა მოითხოვა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მარტინენკომ საჩივრის არა დროებით შეჩერება, არამედ ამ საკითხზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ალტ-ინფოს საჩივარი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება ("სავალდებულო ტრანზიტი"). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული არხია, რომელიც სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა. ალტ-ინფოს Facebook გვერდი არაერთხელ დაბლოკილა, წაშალეს მათთან დაკავშირებული ქსელიც. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. 11 ივლისს კი, ალტ-ინფოს ვებგვერდიც გაუთიშეს. სწორედ ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორი. მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები