ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალს 26 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა მდინარეების ადიდება და შედეგად რეკორდული რაოდენობის ნალექი გამოიწვია, რამაც სახლები და მანქანები დატბორა. შემთხვევა ოთხშაბათს ღამითა და ხუთშაბათ დილას მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ნიუ–იურკში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი საკუთარ ავტომობილში, ხოლო დანარჩენი 11 სახლის სარდაფში გარდაიცვალა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერმა შტორმმა და ნალექმა სულ მცირე 8 ადამიანი იმსხვერპლა ნიუ–ჯერსიში, 3 პენსილვანიის გარეუბან მონტგომერში, მათგან ერთ–ერთის გარდაცვალების მიზეზი ხის დაცემა გახდა.