დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი ბინის შეძენის მსურველებს იპოთეკური სესხის დამატებით წლიურად 3%-ის სუბსიდირებას სთავაზობს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბინის შეძენას საბურთალოზე გეგმავს, თეთრი კვადრატი სთავაზობს მულტიფუნქციურ პროექტში, საბურთალოს გულში, შარტავას ქუჩაზე შეიძინონ ბინა იპოთეკური სესხით და მიიღონ დამატებით წლიურად 3%-ით დასუბსიდირებული სესხის პროცენტი.

"ვეხმიანებით პროგრამას, რომელიც გულისხმობს მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის სესხის სუბსიდირებას და მათ ჩვენს პროექტში ბინის შეძენის შემთხვევაში დამატებით 3%-ით დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს. რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, 3-შვილიანი ოჯახის იპოთეკური სესხი ჯამში წლიურად 8%+3% ანუ 11%-ით დასუბსიდირდება. ხოლო ახალ ბავშვზე წლიურად 6%+3%=9%-ით დასუბსიდირდება. იპოთეკური სესხის სუბსიდირების წინა პროგრამა, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა იყო, რომლის ფარგლებში ბანკებმა დაახლოებით 800 მილიონი ლარის იპოთეკური სესხი გასცა შარშან და დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. სწორედ ამ პროგრამამ მოგვცა სექტორს შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა ბაზარზე ლიკვიდურობა. მოხარული ვართ, რომ კვლავ იწყება იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა და, ჩვენი მხრივ, დამატებით სტიმულს ვთავაზობთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც საბურთალოზე განიხილავს ბინის შეძენას", — აცხადებს ირაკლი ბურდილაძე, თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორი.

ფოტო: თეთრი კვადრატი

აღსანიშნავია, რომ თეთრი კვადრატის ამ შეთავაზებით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ახალი შვილის მომლოდინე და მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ასევე ნებისმიერმა სხვა, ბინის შეძენით დაინტერესებულმა პირებმაც.

"თეთრი კვადრატი კლიენტზე მორგებული, მოქნილი ბრენდია, რომლის უკან 11-წლიანი გამოცდილება დგას", — ამბობენ კომპანიაში. "თეთრი კვადრატი შარტავა" საბურთალოზე, შარტავას ქუჩის 43-ში მდებარეობს, 2 წუთის სავალზე ჟვანიას მოედნიდან. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.