პანდემიის დროს მოზარდებში შფოთვა და დეპრესია გაორმაგდა — კვლევა
პანდემიის გამო მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობების კლებამ და ცვლილებებმა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვები კარგად არ არიან.
კვლევა JAMA Pediatrics-ში 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ბავშვებში არსებული დეპრესიისა და შფოთვის ხარისხი ამ დროისთვის გაორმაგებულია. მსოფლიოში ყოველი 4-დან 1 მოზარდი დეპრესიის, ხოლო 5-დან 1 შფოთვის სიმპტომებს განიცდის.
"შედეგები გვიჩვენებს, რომ პანდემიამ ახალგაზრდებში და მოზარდებში მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი გამოიწვია", — ამბობს კვლევის ავტორი შერი მედიგანი, რომელიც კანადაში, კალგარის უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორია.
ყოველი მომდევნო თვის შემდეგ, ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის შედეგები უფრო და უფრო მძიმედ აისახებოდა. მედიგენი ამბობს, რომ ამან გააოცა, რადგან ის ვარაუდობდა, რომ გამოწვევები მოზარდების წინააღმდეგობის გაწევის უნარს გააძლიერებდა. ის მიიჩნევს, რომ მიზეზი სოციალური იზოლაცია, გაუქმებული ღონისძიებები, ოჯახების სოციალური პრობლემები, გამოტოვებული მიღწევები და სკოლაში გახანგრძლივებული პრობლემებია.
კვლევამ სულ 29 მანამდე ჩატარებული გამოკითხვა განიხილა, რომელშიც 80 000-ზე მეტი 4-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი მონაწილეობდა. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 13 წელი იყო. განხილულ კვლევებში არსებობდა კლინიკური მონაცემები დეპრესიასა და შფოთვაზე. კვლევები აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩატარდა.
ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობა 2019 წელს, პანდემიამდე, უკვე გაუარესებული იყო. აშშ-ში ყოველი 3-დან 1 მოსწვალე უიმედობის და სევდის გამუდმებულ განცდაზე საუბრობდა, რაც 2009 წლის მონაცემებს 40%-ით აღემატებოდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პანდემიამ შექმნა გარემო, რომელმაც ეს ნეგატიური ფიქრები და გრძნობები გაამწვავა. მკვლევრები ამას უკავშირებენ სკოლების დაკეტვას და დისტანციურ სწავლებას, რამაც მხარდამჭერ ზრდასრულებთან - მწვრთნელებთან და მასწავლებლებთან - კომუნიკაცია და მათი სხვა ბავშვებთან ინტექრაქციები შეამცირა. ამან საბოლოო ჯამში დეპრესიის სიმპტომები გაზარდა და სხვადასხვა აქტივობების მიმართ ინტერესი გაანელა. მონაცემებმა აჩვენა, რომ ბავშვებმა მადა დაკარგეს და ძილის რეჟიმიც შეეცვალათ.
კვლევის მიხედვით, პანდემიის მიერ გამოწვეულმა გაურკვევლობამ და ყოველდღიური აქტივობების შემცირებამ საბოლოო ჯამში ბავშვებში შიში, უკონტროლო შფოთვა და გადაჭარბებული მგრძნობელობა გაზარდა. ამასთან ერთად, ისინი ნერვიულობენ როგორც საკუთარ, ასევე მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე.
მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ პანდემიამ მოზრდილ თინეიჯერებზე პატარებთან შედარებით ნაკლებად უარყოფითად იმოქმედა, რასაც მეცნიერები გარდატეხის ასაკში არსებულ ჰორმონალურ ცვლილებებსა და სოციალური ურთიერთობების ნაკლებ სურვილს უკავშირებენ.
მკვლევრები ამბობენ, რომ გოგოები, რომლებიც წარსულში მეტად გულწრფელად საუბრობდნენ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ამჯერად იგივე პრობლემას ისეთივე წარმატებით ვეღარ უმკლავდებიან.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სპეციალისტები და ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ ან მათთან მეტ დროს ატარებენ, მათ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში უნდა დაეხმარონ. მეცნიერების თქმით, სკოლები მაქსიმალურად ღია სივრცედ უნდა დარჩეს, ხოლო მშობლებმა ბავშვების ძილისა და კვების რეჟიმი უნდა აკონტროლონ.
"ჩვენ შეგვიძლია მენტალური ჯანმრთელობის ამ კრიზისის დაძლევაც, თუ მკვლევრები, მშობლები, მასწავლებლები და ბავშვებთან მყოფი ადამიანები გავერთიანდებით ერთი მიზნისთვის — რომ მათ მხარი დავუჭიროთ", — ამბობს მკვლევარი.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები