17 მარტს მსოფლიოს კინოთეატრებში დისნეის ახალი ფილმის, მზეთუნახავი და ურჩხულის პრემიერა გაიმართება, თუმცა მან უკვე მოახერხა და პირველი რეკორდი მოხსნა.

ფილმზე დასასწრებად რეკორდულად ბევრი ბილეთი გაიყიდა. თითქმის ანალოგიური შედეგი ჰქონდა დისნეის ანიმაციურ ფილმს დორის ძიებაში, რომელმაც პრემიერამდე გაყიდული ბილეთებით $131 მილიონი იშოვა. მზეთუნახავი და ურჩხულის მიმართ მოლოდინი, როგორც ჩანს, უფრო მაღალია. ფილმმა გამოსვლამდე $140 მილიონის მოგება მოიტანა.

მთავარი გმირის, ბელის როლს ემა უოტსონი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფილმის პრემიერა 16 მარტს გაიმართება.