საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის მფლობელის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე ისაუბრა:

"სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია. ანუ კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა. ამან რა თქმა უნდა გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია მათ შორის საერთაშორისო პირებშიც და საერთაშორისო სხვადასხვა უწყებებშიც. მე მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო, ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ, შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს".

გვარამიას გადაყენება და დავის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში - რა ელის რუსთავი 2-ს