ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს. ის ამბობს, რომ ამით ქართულ ოცნებას არ უტოვებს შანსს, არ ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები. მელია მმართველი პარტიის განცხადებებსა და ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

"ერთის მხრივ აკეთებენ იმას, რაც ანტისახელმწიფოებრივია და ზურგს აქცევენ ყველა სახის საერთაშორისო შეთანხმებას და ამას ამატებენ უკვე კონკრეტულ განცხადებებს, რაც თქვენი, ჩემი, ჩემი შვილის, ჩვენი შვილების, თქვენი მშობლების, ჩემი მშობლების, უცხო ადამიანების ... უბრალოდ დგება იმ რეალობის წინაშე, სადაც ვიცით, რომ სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ძალიან მტკივნეული კითხვის ნიშნის ქვეშ.

აქედან გამომდინარე ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვაძლევთ შესაძლებლობას, არანაირს, იოტისოდენასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბერს დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვას რომ ისინი არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს", — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალურმა მოძრაობა მიშელის შეთანხმებას დღეს, 2 სექტებერს შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა ლიდერები მივიდნენ. ხელმოწერის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მართ ქართული ოცნება შებოჭეს და არ მისცემენ საშუალებას გავიდნენ დასავლური სივრციდან.

გაიგე მეტი: