თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ პირველ ტურში ყველაზე მაღალი შედეგი ექნება. თუმცა, აღნიშნავს, რომ უშვებს მეორე ტურის ალბათობასაც.

"მეორე ტურის პრობლემა არ ყოფილა 2014 წელს, როდესაც ქართული ოცნების მიმართ იყო წარმოუდგენელი ნდობა, ამიტომ არათუ მეორე ტურზე, ხომ გეუბნებით პირველ ტურში შედეგობრივად, მე არ გამოვრიცხავ თბილისში მეორე ტურს, მაგრამ, პირველ ტურში შედეგობრივად, რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვებ", — თქვა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ვინ გავა მეორე ადგილს არჩევნების პირველ ტურში გადაწყდება ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძესა და პარტია საქართველოსთვის კანდიდატს, გიორგი გახარიას შორის.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავი დედაქალაქის მერობის კანდიდატად გუშინ, 1-ელ სექტემბერს წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

გაიგე მეტი: